დეტალურად
მშრალი წითელი ღვინო

მშრალი წითელი ღვინო ქართლიდან - ჩვენი მშობლიური რეგიონიდან - დამზადებული ადგილობრივი ჯიშისგან, თავკვერისგან, რომელიც გორის მიდამოებში საუკუნეებია ხარობს. მსუბუქი და ხალისიანი, წითელი ალუბლის, ბროწეულისა და ნაზი სანელებლების ნოტებით.
ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია საბითუმო და საცალო შეკვეთებისთვის. ფასების, მარაგისა და ექსპორტის შესახებ დაგვიკავშირდით.
ვთანამშრომლობთ დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, მაღაზიებთან და ღვინის მოყვარულებთან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.