ღვინის კომპანია ”იმედი-96“ დაარსდა 1996 წელს საქართველოში, ქალაქ გორში მას მერე წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოში. კომპანია ეწევა ღვინის რეალიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩვენი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიციების გამოყენებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნება ამიტომ ჩვენ არ ვიყენებთ პესტიციდებს და სასუქებს.


ჩვენს საწარმოში მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა საფეხურზე: ყურძნის მიღებიდან მის გადამუშავებამდე ფილტრაციამდე და ჩამოსხმამდე.

ამ ეტაპზე საწარმოში მუშაობს ორი ჩამოსხმის ხაზი:


• კერამიკულ ბოთლებში ღვინის ხელით ჩამოსხმა


• ღვინისა და კონიაკის ავტომატური ჩამოსხმა მინის ბოთლებში.

 

საწარმოში ასევე განთავსებულია სამაცივრე საწყობი, რომელიც განკუთვნილია ღვინისა და კონიაკის ცივად დამუშავებისთვის